ქიმიური ექსპერიმენტები

24-04-2019 ჟანგბადის მიღება წყალბადის ზეჟანგის დაშლით.

სინჯარში (25x150 მმ) ჩავასხათ 7-8 მლ წყალბადის ზეჟანგი, დავამაგროთ სინჯარა შტატივზე და გავახუროთ სპირტქურის ალზე. გარკვეული დროის შემდეგ დაიწყებას ჟანგბადის გამოყოფა. რეაქცია შეიძლება დავაჩქაროთ კატალიზატორით (მანგანუმის დიოქსიდით, კალიუმის პერმანგანატით, ან უბრალოდ, წვრილი ქვიშის ჩაყრით). სინჯარაში 3-4 სმ-ზე ჩავუშვათ მბჟუტავი კვარი, კვარი აინთება, ე.ი. გამოიყო ჟანგბადი.

ნანახია 1803-ჯერ